ვითარება კარანტინის ზონებში


ამ დროის მონაცემებით, კარანტინში ქვეყნის მასშტაბით 418 პირია. გართულებები არც ერთი მოქალაქის შემთხვევაში არ ფიქსირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 29 პაციენტი იმყოფება. ერთი პირი კლინიკაში ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, რომელსაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ისევე როგორც ყველა იმ პირს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინე ზონაში იმყოფებიან. რაც შეეხება რეგიონებს, ბათუმის აეროპორტიდან კარანტინში ერთი პირი გადაიყვანეს. პარიზი-თბილისის თვითმფრინავის რეისის მგზავრები კი საკარანტინე ვადის გასვლამდე თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს. მგზავრთა ჯანმრთელობის მონიტორინგს მათთან მყოფი ექიმები ახორციელებენ. ამ ეტაპზე არც ერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება. საკარანტინე სივრცეა მოწყობილი რუსთავშიც, სადაც იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები გადაიყვანეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან