ბუ - სევდის ხმა / bu - sevdis xma

03/11/2021
ბ უ-ის მიერ

მუსიკა - George kopaliani -    / @georgekopaliani  

ხმის რეჟისორი - ქორი ლადო

ხარი სტუდიო

ვიდეოგრაფი - ნიკა გულიაშვილი

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის - გიორგი მექვევრიშვილს

ტექსტი

რაც დასახარჯი არსებობს ვხარჯავ
რაც სანახავი არსებობს ვნახე
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე...
ვერ დავარბიე ჩემში ველური
კანდაშაშრული მზით და მარილით
ვერ მივაჭედე სულს სახელური
რომ გამოაღოს ყველამ კარივით...
ყველა ზეიმზე დავიგვიანე
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი
მაინც ვერავინ ვერ ცოცხლობს ჩემდენს...
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე....
ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს
გადაუხდელი მრჩება ვალები..
და მეკარგება მშობლების სახლი,
ღრმა სევდიანი და საყვარელი...
მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი
ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს
და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის
თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ...




წლები წუთის სათში
წამის უსასრულობით
მიაქვს ჭაღარა ფიქრებს
კიბე ოცდაჩვიდმეტი
თევზი დინება მკაცრი
გული შიშების მტერი
ლექსი შედეგი ფიქრის
გრძნობა მარადული


მიყვარს კოსმოსი და დედამიწა
მინდა ბედნიერი საქართველო
დამიბრუნდეს მალე ჩემი რიწა
ერთიანი ჩვენი მთა და მდელო


მე ჩემთვის ჩუმად მიუყვები მწვერვალის ბილიკს
ვარსკვლავებისკენ გზა ყოფილა ეკლებიანი
გული გაუძლებს უმეცართა ზურგს უკან ქილიკს
ამის გამო წვიმს თვით ღმერთია ცრემლებიანი

მე კარგად ვიცი უამრავი შეცდომა ჩემი
,,უცოდველებმა“ ცოდვით სავსე ქვები მესროლეს
დრომ აისბერგით ჩამიძირა მრავალი გემი
რომ უფრო მეტი ცხოვრებაზე მე რო მესმოდეს