ტურიზმის ადმინისტრაციამ ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა

23.02.2019 00:56

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა. მარიამ ქვრივიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო და მათთან ერთად გუდაური-კობის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროთი იმგზავრა. გუდაურამდე ბულგარელი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმყოფებოდნენ.  ჟურნალისტების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები, ჩვენს ქვეყანაში კულტურის, ღვინის ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გასაცნობად ჩამოვიდნენ. საქართველოს შესახებ მომზადებულ სატელევიზო სიუჟეტებსა და სტატიებს კი ასი ათასობით ბულგარელი მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო