ბრემერი: თავს უფლება არ უნდა მისცეთ ქვეყანაზე უარყოფითი იმიჯი შეიქმნას

03/09/2021

„ევრაზიის ჯგუფის“ პრეზიდენტი იან ბრემერი ამბობს, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა მხოლოდ კარგი მმართველობით შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს და რომ ქვეეყანამ, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს ხვდება, საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში მოხვედრის უფლება უბრალოდ არ უნდა მისცეს.

ბრემერის თქმით, დიდი ძალების კონკურენციის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ ინვესტორებს ის უნდა დანაახოს, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად სანდო, მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის დემონსტრირების მიღმა შესათავაზებელი ბევრი რესურსი არ აქვს. გთავაზობთ ინტერვიუს იან ბრემერთან.

გამოიწერეთ \"ამერიკის ხმის\" ახალი ამბები: http://bit.ly/38pZndI
უყურეთ სხვა ვიდეოებს: http://bit.ly/38odhgn

გვესტუმრეთ
ვებგვერდზე: https://www.amerikiskhma.com/
ფეისბუქზე:   / amerikiskhma  
ინსტაგრამზე:   / voageorgian  
ტვიტერზე:   / voage  

\"ამერიკის ხმის\" ქართული რედაქცია გაწვდით საერთაშორისო ახალ ამბებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და ანალიზს გლობალურ, რეგიონულ და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ამერიკის ხმა“ აშშ-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 45 ენაზე მაუწყებლობს. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს. „ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან.

პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია!

ვიდეოები „ამერიკის ხმა"-ისგან