იან ბრემერი გლობალურ რისკებსა და საქართველოს საინვესტიციო გარემოზე საუბრობს
დღეს გადაცემაში ორ ძირითად თემაზე ვისაუბრებთ - თავდაპირველად შევაფასებთ გლობალურ რისკებს და შემდეგ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მის საერთაშორისო იმიჯზე ვისაუაბრებთ. გადაცემის სტუმარი „ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერია. ის ამბობს, რომ საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა მხოლოდ კარგი მმართველობით შეუძლია. ის ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს და რომ ქვეეყანამ, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არასოდეს ხვდება, საკუთარ თავს უარყოფით ჰედლაინებში მოხვედრის უფლება უბრალოდ არ უნდა მისცეს. ბრემერი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დიდი ძალების კონკურენციის ფონზე, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა დღითიდღე კლებულობს და სწორედ ამიტომ, ქვეყანამ ინვესტორებს ის უნდა დანაახოს, რომ სხვა ქვეყნებზე მეტად სანდო, მეტად დემოკრატიული და მეტად სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიოსთვის კარგი მმართველობის დემონსტრირების მიღმა შესათავაზებელი ბევრი რესურსი არ აქვს. იან ბრემერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. გამოიწერეთ "ამერიკის ხმის" ახალი ამბები: http://bit.ly/38pZndI უყურეთ სხვა ვიდეოებს: http://bit.ly/38odhgn გვესტუმრეთ ვებგვერდზე: https://www.amerikiskhma.com/ ფეისბუქზე: / amerikiskhma ინსტაგრამზე: / voageorgian ტვიტერზე: / voage "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია გაწვდით საერთაშორისო ახალ ამბებს, ექსკლუზიურ ინტერვიუებს და ანალიზს გლობალურ, რეგიონულ და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ამერიკის ხმა“ აშშ-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად 45 ენაზე მაუწყებლობს. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს. „ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან. პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია!
ამერიკის ხმა-ის სხვა ვიდეოები
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში
ძაღლებმა, კორონავირუსის დადგენა შესაძლოა რამდენიმე...
ქართველი მეცნიერი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე...
წარმოადგენს თუ არა ჩინეთის რბილი ძალა საფრთხეს?
მერკელის რეაქცია როცა პირბადე დარჩა
პირველი ვიდეო არტისტი სან ფრანცისკოდან
ნამდვილი თუ ხელოვნური ნაძვის ხე?
Studio Washington september 23
მსგავსი ვიდეოები
ბრემერი: თავს უფლება არ უნდა მისცეთ ქვეყანაზე უარყოფითი იმიჯ...
ამერიკის ხმა
"ევრაზიის ჯგუფი" უმთავრეს გლობალურ რისკად ბაიდენის პრეზიდენტ...
ამერიკის ხმა
"ევრაზიის ჯგუფი" ნომერ პირველ გლობალურ რისკად ბაიდენის პრეზი...
ამერიკის ხმა
ბრემერი: საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ყოველ დღე მცირდ...
ამერიკის ხმა
იან კელი-აშშ-ის მომავალი ელჩი საქართველოში
ამერიკის ხმა
იან კელის ცივი წყალი ოპოზიციას
MULTIMEDIA GE
იან კელი - მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება
PalitraNews
იან კელი: ვინც არ უნდა იყოს ამ საშინელ თავდასხმაში დამნაშავე...
FrontNews Ge