NGO-ების განცხადება

10.01.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები,- არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები ამ წუთებში გაფართოებულ შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, საკანონმდებლო ორგანომ გადადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების განხილვის პროცესი, თუმცა პარლამენტს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია საბოლოო პოზიცია სიის გაწვევისა და სასამართლოსთვის უკან დაბრუნების შესახებ. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია პარლამენტმა დაიწყო მუშაობა პროცედურებზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუდგენს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის წესს და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატურების ხელახალი შერჩევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: