„ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში“ - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ტრენინგ-სემინარი „თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეგიდით გაიმართა. მისი მიზანი იყო, ადვოკატების ინფორმირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ტრენერმა დამსწრე ადვოკატებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელია მათთვის მედიაციის პროცესში მონაწილეობა. შეხვედრას ძირითადად რეგიონში მოღვაწე ადვოკატები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახის ტრენინგები საქართველოს მაშტაბით ყველა ქალაქსა თუ სოფელში იმართება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1zdFmR0
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1zdFmR0