იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი შოთა ქადაგიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

20.07.2022 07:35

▪️„მიგვაჩნია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე, ზეგავლენის მოხდენის მიზნით, აშკარა ზეწოლა იყო - ის ფაქტიც, რომ მოსამართლე აშშ-ში არ გაემგზავრა, ადასტურებს ფაქტს, რომ მის მიმართ გარკვეული სანქციები განხორციელდა“ ▪️„აღნიშნული ფაქტი, სხვა მოსამართლეებისთვისაც, რომლებიც გახმაურებულ საქმეებს განიხილავენ, არის მესიჯი, რომ თუ გარკვეული საელჩოს თანამშრომლებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები არ იქნება, შესაძლოა, მათ მიმართაც ანალოგიური სანქციები განხორციელდეს“ ▪️„ჩვენთვის ცნობილია, რომ აშშ-ის ელჩი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას არ შეხვედრია, რაც სასამართლოს რეფორმირების საკითხს მნიშვნელოვნად აზიანებს“ ▪️„ელჩი და საელჩოს სხვა თანამშრომლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და მდივანთან კომუნიკაციის გარეშე, კონკრეტულ სასამართლოებს, კონკრეტულ მოსამართლეებს სტუმრობენ“ ▪️„ვფიქრობ, რომ ფავორიტიზმით ხდება გარკვეული მოსამართლეების შერჩევა აშშ-ში ვიზიტების დაგეგმვის დროს - ირჩევიან ის მოსამართლეები, რომელთაც საელჩოს გარკვეულ თანამშრომლებთანნ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ“ ▪️„ვითხოვთ, შევიდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც გამკაცრდება მოსამართლესთან კომუნიკაციის სტანდარტები და ყველა პირს, მათ შორის, საელჩოს თანამშრომლებსაც, მოსამართლესთან პირდაპირი კომუნიკაცია და მასთან კონკრეტულ საქმეზე პასუხის მოთხოვნა აიკრძალება“ ▪️იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი შოთა ქადაგიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო