„ფერმა" - 24 თებერვალს, 12:15 საათზე


პირველად საქართველოში – საქონელი, რომელსაც აქვს ძვირფასი, გემრიელი და ხარისხიანი ხორცი, თუმცა მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. გაიგეთ, როგორ ეგუება შოტლანდიური ანგუსი მარტყოფის გარემოს, რატომ არ აქვს რქები და რის გამო უწოდებენ მას ზარმაც ცხოველს. კვების, სადგომის მოწყობის, გამრავლებისა და ვეტერინარული მომსახურების წესები – ყველაფერი რაც ანგუსების შესახებ უნდა ვიცოდეთ;

რატომ არის აუცილებელი საქონლის იდენტიფიკაცია. როგორ კონტროლდება ცხოველისგან მიღებული ხორცი და რძის პროდუქტები ფერმიდან სუფრამდე. ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროგრამის დეტალები, რუბრიკაში „გაიგე მეტი”;

ამერიკიდან თბილისამდე და თბილისიდან საგურამომდე გავლილი გზა. ნახეთ, როგორ იქმნება სხვადასხვა სახეობის ხილის ჭაჭა, განსაკუთრებული არომატისა და გურული ხასიათის შეზავებით. რუბრიკაში „არტი-შოკი”, გაიცანით გიორგი თევზაძე, რომლის დამზადებული სასმელის დანახვაც კი სტუმრებს სიმღერის ხასიათზე აყენებს – კვირას, 24 თებერვალს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა”

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან