„კახეთის ენერგოდისტრიბუცია" გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლას ცდილობს
03/14/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის\" თითოეული თანამშრომელი აქტიურად ვმუშაობთ, რათა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვიდეთ\",- ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „თანამგზავრთან\" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ბექა ბარამიძის განცხადებით, ამ პრობლემიდან გამოსვლა დამოკიდებულია ფინანსურ მაჩვენებელზე და კომპანიის ლიკვიდურობის ხარისხზე. ბარამიძე მიმდინარე წლის შედეგებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ახალი წლიდან მკვეთრად შემცირდა ელექტრომომარაგების წყვეტებიც. „ამის დასტურია ის, რომ თუ გასული წლის პირველ 2 თვეში ერთი სტატისტიკური აბონენტი ქსელიდან საშუალოდ 25,4 საათი იყო გათიშული, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 19,7 საათამდე შემცირდა\", - აღნიშნა ბექა ბარამიძემ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fY8tOs
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1fY8tOs