შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

08.09.2018 00:49

შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. აკრძალვა 9 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00-დან-14:00 საათამდე, საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: