საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

17.06.2022 04:37

ქალების როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში - ეს იყო მთავარი თემა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც თბილისმა პირველად უმასპინძლა.

სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალები პრეზიდენტმა ერთ სივრცეში ერთი იდეით შეკრიბა - ქვეყნებს შორის თუ შიდა კონფლიქტების დარეგულირებაში ქალების ჩართულობა უნდა გაიზარდოს. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ომების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებიც, რომლებიც დევნილებად იქცნენ. მონაწილეებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც მიმართეს. სხვადასხვა პანელზე მიმდინარე დისკუსიების დროს მონაწილეებმა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - გენდერული ნიშნით ძალადობის დაძლევის გზებზეც იმსჯელეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine