ნიუ იორკის მერმა ერიკ ადამსმა კანადაში გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქალაქში ეს არის უპრეცედენტო მოვლენა და მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. „დახურეთ ფანჯრები, გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდები, ხანდაზმული თუ ხართ ან გაქვთ სუნთქვის პრობლემები, დარჩით სახლში. გარეთ გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად ატარეთ მაღალი ხარისხის ნიღბები“, – მიმართა მერმა მოსახლეობას. კანადაში ტყის ხანძრისგან გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ნიუ იორკისა და ფილადელფიის აეროპორტებში ფრენები გადაიდო. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კანადას ტყის ხანძრებთან ბრძოლისთვის დახმარებას უგზავნიან. როგორც განცხადებაში წერია, შეერთებული შტატები კავშირზეა კანადის მთავრობასთან. უკვე მობილიზებულია 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე და შესაბამისი აღჭურვილობა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.