მინისტრმა სასკოლო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული დააჯილდოვა

06/27/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

26 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მარჯანიშვილის თეატრში, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, სასკოლო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული დააჯილდოვა.
მიხეილ გიორგაძემ II ადგილზე გასულ ხობის I საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები - ვაჟა-ფშაველას \"გოგოთური და აფშინა\" აფხაზურ ენაზე, ვაჟა-ფშაველას სამ პოემა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე, ასევე ვაჟა-ფშაველას ქართულ-ფრანგული ლექსების კრებული. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა 3 გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, სპექტაკლები მოემზადებინათ.
ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს 5 სპექტაკლი, რომლებიც მუნიციპალიტეტის დონეზე საჯაროდ დაიდგა და მათ შორის ერთი საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი განათლების სამინისტროში გაიგზავნა. სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო-ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა.
კომისიამ სპეციალურად შერჩეული სპექტაკლები განიხილა და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია:
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - I ადგილი;
ხობის N1 საჯარო სკოლა - II ადგილი;
ბორჯომის N1 საჯარო სკოლა - III ადგილი; ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა - ჟიურის ნომინაცია.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან