თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან მედიასთან „ერეკლეობა 2014“-ის მიმდინარეობასა და დაგეგმილ ღონიძიებებზე ისაუბრა. ყუშიტაშვილის თქმით, საზეიმო ღონისძიებები 4 ნოემბერს, 12 საათზე დაიწყება, დღე კი ანსამბლ ”რუსთავის” კონცერტით დასრულდება. 5 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა კონფერენცია ”ახალი საჯარო სივრცეები”, 6 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება გარი კუნცევის მემორიალი. 7 ნოემბერს, 11 საათზე, ჩატარდება მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, თელავის თეატრის ფოიეში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ღვინის ფესტივალი „თელავინო“, დღის ბოლოს, თელავის მერი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს გამოავლენს. „ერეკლეობა 2014“ საზიემო გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.
ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იქნება. მისი ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1wOH2gz
ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იქნება. მისი ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1wOH2gz