რუსეთის შეჭრა უკრაინაში - გზავნილები დიპლომატიური ფორუმიდან
03/11/2022
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ ანტალიაში.
თურქეთის საკურორტო ქალაქში დიპლომატიური ფორუმი გრძელდება. საკმაოდ მწვავე იყო ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დასავლეთის ქვეყნები თავის დროზე უმოქმედობის გამო გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ ყირიმის ანექსიაზე სათანადო რეაგირების შემთხვევაში უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა. თურქეთის პირველმა პირმა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ნაწილიც გააკრიტიკა.
„ყირიმის ანექსიის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს, უკრაინა მარტოა დარჩენილი“, - ასეთი იყო ერდოღანის გზავნილი. ანტალიაში იმყოფებიან ნატოს გენერალური მდივანი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარიც. ფორუმის მონაწილეებს დისტანციურად ჩაერთო უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დასავლეთიდან ომის და რუსული აგრესიის შესაჩერებლად მეტი დაცვა ითხოვა.
„მოამბე“ ანტალიიდან, - სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დიპლომატიურ ფორუმს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.