მასშტაბური ტყის ხანძრები კანადაში
კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია. ცეცხლის კერების ლიკვიდაციაში ჩართულია 1 200-ზე მეტი მეხანძრე, მათ შორის 100 ფრანგია. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ შემდეგი რამდენიმე დღე კრიტიკული იქნება. მეტეოროლოგები კანადის ნაწილში წვიმას ელოდებიან, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ხანძრის ყველა კერის ჩასაქრობად ეს საკმარისი არ იქნება. ხანძრების გამო კვებეკის ჩრდილოეთიდან უკვე ევაკუირებულია 13 000 ადამიანი. მოქალაქეთა ნაწილი ჯერ ისევ რისკის ზონაში რჩება. კანადაში ტყის ხანძრები ყოველ წელს მძვინვარებს, თუმცა წელს მასშტაბები უპრეცედენტოდ დიდია. ცეცხლი თითქმის 4-ნახევარ მილიონ ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი გავრცელდა აშშ-ის ქალაქებში, რის გამოც, ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მასშტაბური ხანძარი კანადაში
TV IMEDI
საგანგებო მდგომარეობა - კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახიფათო სტიქია - ტყის ხანძრები ბორჯომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძრები მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი და წყალდიდობა. მდინარეების დაღრმავება. კლიმატის კრიზ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
მასშტაბური ხანძრები თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღალი ტემპერატურა და მასშტაბური ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური ხანძარი თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster