გამოფენა-გაყიდვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

22.12.2018 01:21

"შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, - ღონისძიებას ამ სახელწოდებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი სხვადასხვა ნივთები წარმოადგინეს. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ჩატარდა ტრენინგები და შეხვედრები. პროექტის მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე პირების ტურიზმის განვითარებაში სოციალური ინტეგრაციაა. აქვე გეტყვით, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ადაპტირებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: