„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილება
„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს,– ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა განაცხადა. ნიკოლოზ ჩიქოვანის ცნობით, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც, მათივე მოთხოვნით, უფლება ექნებათ ზიანი სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, უკვე ამის შემდეგ შემდეგ მოხდება ქონების კომპენსაცია და ჩანაცვლება. პარალელურად კი, ქონება მათ საკუთრებაშიც დარჩებათ. სოფელ შუქრუთში სულ 282 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 144-თან უკვე შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულება გაფორმებულია. პროტესტის მონაწილე პირებიც ადასტურებენ, რომ შეთანხმება შედგა და შიმშილობა შეწყვეტილია. მათ იმედი აქვთ, რომ კონტაქტის ყველა პირობა შესრულდება. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები 30 დღეზე მეტ ხანს პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავდნენ. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მათ მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, მათი სახლების დაზიანებაში ადანაშაულებდნენ და კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომპენსაციები სოფელ შუქრუთის მოსახლეობისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახებს ფულადი დახმარება გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით იხურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოგერიება წირქვალში - პირველი პროტესტი ჭიათურაში ეკოლოგიური...
Mtisambebi / მთის ამბები
თანამშრომლობის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღაროელთა პროტესტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჯორჯიან მანგანეზის“ გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი ვალდებულებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster