„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა და სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს,– ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა სპეციალურმა მმართველმა განაცხადა. ნიკოლოზ ჩიქოვანის ცნობით, კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც, მათივე მოთხოვნით, უფლება ექნებათ ზიანი სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასოს. ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, უკვე ამის შემდეგ შემდეგ მოხდება ქონების კომპენსაცია და ჩანაცვლება. პარალელურად კი, ქონება მათ საკუთრებაშიც დარჩებათ. სოფელ შუქრუთში სულ 282 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 144-თან უკვე შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულება გაფორმებულია. პროტესტის მონაწილე პირებიც ადასტურებენ, რომ შეთანხმება შედგა და შიმშილობა შეწყვეტილია. მათ იმედი აქვთ, რომ კონტაქტის ყველა პირობა შესრულდება. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები 30 დღეზე მეტ ხანს პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავდნენ. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მათ მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად, მათი სახლების დაზიანებაში ადანაშაულებდნენ და კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.