ლევილი. ჩემო მაგნოლია -- ზაზა ნანობაშვილი
ლევილში სალიტანიო ანჩისხატის მიბრძანებისას...ზაზა ნანობაშვილის იქ გახსენებული სიმღერა "ჩემო მაგნოლია" ეძღვნება ქართველ მამულიშვილ ემიგრანტებს. "Magnolia" - Zaza nanobashvili. Levil 2010
მაგნოლია. ტექსტი ანა კალანდაძის
ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა...
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია...
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია...
მაგრამ... გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა...
მე არ ვიცი რატომ... არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია...
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!
1953
მსგავსი ვიდეოები
როგორი ლევილი ახსოვს სალომე ზურაბიშვილს
შუადღე GDS / shuadge GDS
ლევილი - საქართველო - ჟურნალისტი და მკვლევარი ლეილა კვირიკაშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევილი-ვიზიტი საფრანგეთში
culturegovge culturegovge
ლევილი- ვიზიტი საფრანგეთში
culturegovge culturegovge
სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ლევილის მამულის საქართველოსთვი...
Diaspora Govge
დახვედრის ცერემონიალი
Diaspora Govge
ლევილი და ქართული ემიგრაცია - რუსუდან კობახიძე ისტორიკოსი
Georgian Public Radio
ლევილი საქართველოა!
Ramaz Bluashvili