„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ¬, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას მმართველი გუნდი გულხელდაკრეფილი ვეღარ დაელოდებოდა. მათივე თქმით, დღეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს. „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო.“- ნათქვამია განცხადებაში. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან