თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე


EMC-ს იურისტი და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი \"თავისუფალ სივრცეში\" საუბრობს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სამართლებრივ მხარეზე.

\"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სპეცრაზმელის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ქმედება შეაფასოს მიმდინარე გამოძიებამ, არამედ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე“.

\"როდესაც ვსაუბრობთ ევროსასამართლოზე, ვსაუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მტკიცებით ფორმაში თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით და საზოგადოების წინაშე მისი წარმოჩინება დამნაშავედ, ბუნებრივია არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და სწორედ ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ მივმართავთ ევროსასამართლოს და მოვითხოვთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაყენებას’. Keti Chutlashvili
http://emc.org.ge/

ვიდეოები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი"-ისგან