უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი


ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიას ვცნობთ მას შემდეგ,  რაც მსოფლიო ეკლესია ცნობს – განაცხადა მოამბესთან წმინდა სინოდის წევრმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ.  ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაინიშნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. ამ დროისთვის მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. ჯერ-ჯერობით ცნობილია ის, რომ  გუშინ, მსოფლიო პატრიარქმა, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების  გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი, სტამბოლში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად გუშინ ჩავიდა. ბერძნული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.  მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს შესთავაზა, ამ საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია  გაიმართოს, თუმცა მას უთხრეს, რომ მსოფლიო პატრიარქმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან