საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა
საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა საბერძნეთის ჩრდილოეთით მოხდა. თვითმფრინავი კომპანია „მერიდიანს“ ეკუთვნის, რომელიც ძირითადად ჩარტერულ რეისებს ასრულებს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი დაღუპულია, ასევე გავრცელებული ინფორმაციით ყველა მათგანი უკრაინის მოქალაქეა. სერბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავს 11 ტონა სერბული წარმოების საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, რომელიც ქვეყანას ბანგლადეშის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა. კომპანია ამბობს, რომ ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. კატასტროფის ადგილზე მეხანძრეები-მაშველები არიან მობილიზებულნი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიებაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა
Euronews Georgia
კორონავირუსის საფრთხე ქართული დისპორისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა საბერძნეთის პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წმინდა სინოდის წევრები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - რუსეთის საგარეო ვალი და დეფოლტის ალბათობა
პირველი არხი - 42-ე პარალელი
ვისწავლოთ თურქულად !!! ევროპის 49 ქვეყნის სახელწოდება თურქულ...
Language Club ენების კლუბი
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster