სამშენებლო მასალების გამოფენა

29.11.2014 00:59

"ექსპო ბილდ ბათუმი 2014-ს" დღეს 30-მდე ქართველი ბიზნესმენი შეუერთდა. ბიზნესმენებმა რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს, რაც სამომავლო პარტნიორობას ითვალისწინებს.
გამოფენაში 5 ირანულ კომპანიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბათუმის ექსპოზიციაზე მხოლოდ 2 ირანული კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის მიზანია პროდუქციის რეკლამირება და ბიზნეს კონტაქტების დამყარება.

გაზიარება:
EstateHub