რამდენად მოთხოვნადია ქართული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე - გიორგი მიშელაძე #ეკონომეტრში


„ქართულია და კარგია“ - ამ სლოგანით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აგროპროდუქტების მწარმოებლებსა და სასტუმროს ბიზნესს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა.

ირკვევა რომ სასტუმროების მენიუში, ქართული პროდუქციის წილი ფაქტობრივად 20-30 პროცენტია, რის მთავარ მიზეზადაც, წარმოების მცირე მოცულობა და მაღალი ფასი სახელდება და გარდა ამისა, ჯერ კიდევ არსებობს სტანდარტის პრობლემა.

დარგის ექსპერტები გამოსავალს კოოპერატივების წახალისებაში ხედავენ, რათა მოხდეს წარმოების მოცულობის ზრდა და ფასის კლება.

როგორია სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით? თემაზე, #ეკონომეტრის სტუმარია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან