ნინო ზაუტაშვილი პარლამენტს მიმართავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, დაიწყოს მსჯელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის საკითხზე, ვინაიდან ის ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. საქმე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებსა და პირველი არხის თანამშრომლების ნაწილისთვის ხელშეკრულების პირობების შეცვლას ეხება. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით დაინტერესების თხოვნით ნინო ზაუტაშვილი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართავს. ასევე, აუდიტის სამსახურს დაინტერესდეს მაუწყებლის ფინანსური საქმიანობით. პროფკავშირები არასწორ მენეჯმენტზე საუბრობს და არსებულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ ყველა ბრალეული პირის გათავისუფლებას ითხოვს. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის 58 თანამშრომელს მენეჯმენტმა კონტრაქტების ცვლილება და საჰონორარო სისტემაზე გადასვლა შესთავაზა, რაც მათთვის მიუღებელია. დასაქმებულები აცხადებენ, რომ საკითხი სამსახურიდან დათხოვნას უდრის. შეთავაზებაზე ხელმოწერის ვადა გუშინ ამოიწურა. უარის შემთხვევაში მაუწყებელი თანამშრომლების ამ ნაწილთან კომპენსაციის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავს. პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ მაუწყებლის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა შესთავაზეს, ორგანიზაცია სამართლებრივი პროცედურით მოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნინო ზაუტაშვილი
პოლიტიკური პორტალი
ნინო ზაუტაშვილი: ერთი წლით გადაცემების შეჩერება არის დანაშაუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ზაუტაშვილი - დღეს "რეალური სივრცე" გემშვიდობებათ და ველ...
Mtisambebi / მთის ამბები
ნინო ზაუტაშვილი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე
GeN PUD
ნინო ზაუტაშვილი. გასაუბრება საზოგადოებრივის გენდირექტორის კა...
ნინო ზაუტაშვილი - „თუ მასკარადზე წავიდა, უარეს მასკარადსაც მ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეალური სივრცე - ბახმაროში დაგეგმილი პროექტი და საზოგადოების...
მაესტრო - ნინო ზაუტაშვილი
orkutxa