მამუკა ბახტაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა

16.02.2019 01:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მონტენეგროს პრეზიდენტი ჩამოვა. მილო დუკანოვიჩმა მამუკა ბახტაძის მოწვევა მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში, დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს, ასევე აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ კუთხით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა დუკანოვიჩმა საქართველოს მთავრობის მეთაური მონტენეგროში მიიწვია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს აშშ-ის მთავრობამ ”აილენდის” კლასის 2 ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადასცა
10:51

საქართველოს აშშ-ის მთავრობამ ”აილენდის” კლასის 2 ხომალდი - „...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა
04:26

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდ...

Maestro Television

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
02:54

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
07:07

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს შეხვდება
00:56

მამუკა ბახტაძე დღეს მაიკლ პომპეოს შეხვდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ​დირექტორის ვიზიტი
00:51

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ​დირექ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ათასწლეულის ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან
00:16

შეხვედრა ათასწლეულის ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან

MOF Georgia

პრემიერი ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაში მონაწილეობს
05:48

პრემიერი ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებაშ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო