აღდგომა სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში

04.04.2021 01:19

დღეს, 4 აპრილს აღდგომას აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია. სადღესასწაულო მსახურება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შაბათს საღამოს დაიწყო. აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია.  დღეს კი, 11 საათიდან სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტარდება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი საღმრთო ლიტურგიას თბილისის სურბ გევორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ატარებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: