გალაკტიონ ტაბიძე. მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი; ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე! #стихиолюбви #стихи #Грузия #любовь #лучшиестихи #Табидзе #топфон #топ #творчество #автор #чудо #счастье #стиль #люди #родина #лучшее
მსგავსი ვიდეოები
გალაკტიონ ტაბიძე. მე და ღამე.
Стихи Для вас.
გალაკტიონ ტაბიძე, ლაშა გურგენიძე მე და ღამე
ქართული პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე ft Abel Korzeniowski
NoemaKoi
გალაკტიონ ტაბიძე.მე და ღამე.
Стихи Для вас.
me and night... მე და ღამე...
W-Creator
მე და ღამე - ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონ...
Geo TV
გალაკტიონ ტაბიძე - საუკუნის პორტრეტი / Saukunis Portreti - G...
Giorgi Gogoladze
გიორგი შენგელია - მა დო სერი (გალაკტიონ ტაბიძე)
KolkhiTV