მე და ღამე - ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი სიმღერად #ქართულისიმღერები
ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული გალაქტიონის ლექსი: "მე და ღამე" სიმღერად #ქართულისიმღერები #georgiansong #georgianmusic #ქართული #music #remix #ქართული #house #georgian #deephouse #deep #song #ai song #trackmusic #songs #ai #newmusic #georgiansongs გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი. ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!... ლექსი: გალაქტიონ ტაბიძე ქართული სიმღერები - Georgian Music - Грузинские песни
Geo TV-ის სხვა ვიდეოები
04:33
Geo Tv - უახლესი დედააფეთქებული ქოუბი :D
31:45
live stream rocket league
14:09
ქართული ანეგდოტების ნაკრები - Qartuli Anegdotebi #...
09:36
Geo Tv - ცოტნე ცოტაშვილის პრიკოლები
01:23
მეკუბოვე - ანიმაციური ანეგდოტი - მაგარი პრიკოლი
02:55
კახელი ექიმი და მეგრელი - Kaxeli Eqimi Da Megreli
46:57
Rules OF Survival (დონაციის ლინკი ქვემოთ)
01:13
სიდედრის ზარი #ანიმაცია პრიკოლი
მსგავსი ვიდეოები
მე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში - ახალი ქართული სიმღერა ♫
Geo TV
ვლოგი - ავარია მომივიდა - მაფიიის ღამის კადრს მიღმა
Slender BM
თენგო კასრაძე | "სწორი" განათება არ არსებობს
Litagora
მე და ღამე
Silk School
მე და ღამე
STUDIO DINO FILMS
გალაკტიონი - მე და ღამე / galaktioni
doe john
გალაკტიონ ტაბიძე - მე და ღამე ft Abel Korzeniowski
NoemaKoi
#აკუსტიკა SALIO - მე და ღამე
აკუსტიკა • Akustika • 1TV