ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება
მიმდინარე წლიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები მკაცრდება. ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, შესაბამისი პროექტი კი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს. აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, სტატისტიკის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მკვლელობების 53 %-ში ცივი იარაღი ფიგურირებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდა
TV IMEDI
მთავრობა ცივი იარაღის ტარებაზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმ...
Maestro Television
კანონი ცივი იარაღის შესახებ / დანის ტარების ეთიკა
Adventure's Life GEO
ქრონიკა 17:00 საათზე - 3 იანვარი, 2023 წელი
TV IMEDI
ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცივი იარაღის მოკლე კლასიფიკაცია( სანადირო;ტაქტიკური;ბუშკრაფტ...
ႨႠႫႠႬႨ⚔️იამანი⚔️IAMANI
ცივი იარაღის შესახებ კანონი - მეორე მოსმენა 30/11/2022
ლესე LESE