„არტ ჰოლის“ აღსაზრდელებს პატრონაჟს კულტურის სამინისტრო გაუწევს
3 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში, განახლებული სპექტაკლის, „ჰელადოსის" პრემიერას დაესწრო. სპექტაკლის რეჟისორი გოგა პიპინაშვილია და მასში სტუდია „ართ-ჰოლის" მსახიობებთან ერთად, ცნობილი მსახიობები ნანა შონია და თემო გვალია მონაწილეობდნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა - მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას, პატრონაჟი გაუწიოს ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის "ართ–ჰოლის" აღსაზრდელებს. მოზარდების სხვადასხვა კულტურულ აქტივობებში ჩართვისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, დაიგეგმება "ართ–ჰოლის" აღსაზრდელებისთვის ექსკურსიები, შეხვედრები მწერლებთან, მსახიობებთან, მომღერლებთან; მათი სპექტაკლების სხვადასხვა რეგიონებში გამართვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და კატალოგები. პროექტი დიდ როლს შეასრულებს ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაში. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
არტ ჰოლის კონცერტი 18/12/2021
ნიას გვერდი - nias gverdi
📹 12.03 2023. არტ ჰოლის პარკი, ქართული ანბანისადმი მიძღვნილ...
ჩვენი უბანი ნახალოვკა
ომარ მხეიძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო „არტ-ჰოლ...
Stars TV
მისალმება - ხარაგაულის გუნდი "ჭირიმე" ("ქართული ლიგის" 2023...
ხარაგაული და ხარაგაულელები
ნიკო ნანიტაშვილი და "ჭირიმე" - სკეჩი ცნობილ ადამიანთან ("ქარ...
ხარაგაული და ხარაგაულელები
დები ნაყეურები და მეგობრები იოანეს დასახმარებლად
AraGviani
ansambli ''chiragdani'' - ''chuqurtma'' xevsuruli balada xel...
chiragdani giorgi merabishvili official
,,გიყვარდე" ანსამბლი გ ე ლ ა თ ი
nino nino