გარემოებების მიხედვით გადავწყვეტ სად ვიქნები 1-ლ ნოემბერს - მიხეილ სააკაშვილი

20.09.2020 01:19

"გამორიცხულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიგოს არჩევნები, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს დასასრულს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა TV "პირველი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებს მისი პარტია მოიგებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად იქნება ის არჩევნების მეორე დღეს, 1-ლ ნოემბრს, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხთან ერთად, თუმცა დასძენს, რომ გარემოებების მიხედვთ მიიღებს გადაწყვეტილებას, რათა ადგილი არ ჰქონდეს დაპირისპირებასა და ექსცესებს. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო