პანიკის გარეშე | სეზონი1, სერია 2

12/20/2013
GDS-ის მიერ

#პანიკისგარეშე | GDS Production-ის მიერ გადაღებული ქართული სერიალი, რომელიც მისტიკისა და კომედიის იდეალური ნაზავია.

სერიალის შინაარსი:
დიდი ხნის წინ გარდაცვლილ დურმიშხან იშხნელს მიწიერ სამყაროში დაბრუნება 21-ე საუკუნეში მოუწია, სადაც მისი შვილიშვილი დუკა იშხნელი დახვდა. დუკა ოდნავ დეპრესიული მამაკაცია, რომელიც პრობლემების მოგვარებას თავის მოკვლით ცდილობს. ბაბუის გაცოცხლების შემდეგ, მას ცხოვრება უფრო ურთულდება, თუმცა იძულებულია ბაბუა ახალ სამყაროს მოარგოს. საინტერესო მოქმედებაში დუკას მეგობრებიც ერთვებიან და ერთად საოცარ თავგადასავალს იწყებენ.

პირველი სერიის შინაარსი:
დუკა იშხნელი ახალგაზრდა რეჟისორია. მას სიყვარულში არ უმართლებს ამიტომ დეპრესიით შეპყრობილი თავის მოკვლას გადაწყვეტს ბედი კი აქაც დასცინებს მას.

მსახიობები:
გიორგი გიორგანაშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, მარიამ ნადირაძე, გოგა ბარბაქაძე,
გიორგი ცაავა, თაზო ნარიმანიძე, ნატო გაგნიძე, ზვიად დოლიძე

© GDS TV LLC 2013