პოლიეთილენის ბოთლები მდინარეში გადაყარეს - დადგენილია პირის ვინაობა
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცლის ახალგაზრდა მამაკაცი მიკროავტობუსს პოლიეთილენის ბოთლებისგან ცლის და მდინარეში ყრის. დადგენილია, რომ ვიდეო საქართველოშია გადაღებული, დადგენილია სამართალდამრღვევიც. გარემოს ზედამხედველობით სამსახურის ცნობით, შემთხვევა მოხდა ბოლნისში. სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე. ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. "- ნათქვამია განცხადებაში. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
ტურისტული ობიექტების დასუფთავების პროცესი სენაკში
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
ოკეანეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა გლობალური პრობლემ...
ამერიკის ხმა
დაბინძურებული გარემო და ნარჩენების მართვის პრობლემა თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ გავათბოთ სათბური პოლიეთილენის ბოთლებით 1 ნაწილი
baadurTV
რძე პოლიეთილენის მეორად ბოთლებში და დარღვეული სტანდარტი
TV 25
დანაგვიანებული კობი-სტეფანწმინდის საგზაო მონაკვეთი
netgazeti ge
ქუჩაში დაყრილი ნაგავი
batumi ijh
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი