მშობელთა სკოლა - გაკვეთილი #14 - იმუნიზაცია

12.06.2016 20:18

იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის(აცრის) გზით. ამ თემას შეეხებოდა იაშვილის კლინიკის "მშობელთა სკოლის" მე-14 გაკვეთილი, რომელიც იაშვილის კლინიკის იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელმა პედიატრმა რიტა ფაჩუაშვილმა ჩაატარა. გთავაზობთ გაკვეთილის ვიდეო ჩანაწერს, საიდანაც თქვენ მიიღებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორებიცაა: • რატომ გვესაჭიროება იმუნიზაცია? • როდის უნდა ავცრათ ბავშვი? • როგორ მოქმედებს აცრა? • არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო? • როგორ იქნება ბავშვი აცრის შემდგომ და სხვა. შეგახსენებთ, რომ „მშობელთა სკოლის“ გაკვეთილები ყოველ ხუთშაბათს იაშვილის კლინიკაში ტარდება. მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსოთ ელექტრონული განაცხადი https://goo.gl/zM9as7

გაზიარება: