აქცია გორში

28.02.2020 01:09

19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა     პროკურატურასთან აქცია გამართეს.

გარდაცვლილის მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, იგი სასიკვდილოდ დაჭრეს და გზაზე დატოვეს.

თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა, 112-შიც დარეკა დახმარების თხოვნით და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ პირს, თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა. ;

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog