სასწავლო პროცესის დაწყება და გაზრდილი რისკები


ეპიდემიოლოგების პროგნოზით, „ომიკრონი“ თებერვლის დასაწყისში დომინანტი შტამი გახდება. ამ მომენტისთვის დღიური ახალი შემთხვევების ნახევარი სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე მოდის. ინფიცირების დღიური დადებითი მაჩვენებელი უკვე 12%-ს აღწევს. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ პირბადეების ტარების მაჩვენებელი 35-დან 52%-მდე გაიზარდა. სამკვირიანი არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი განახლდა, რის გამოც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. დღეიდან ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის შემცირებული ვადები ამოქმედდა. „ომიკრონის“ ნაკლები აგრესიულობის და ხანმოკლე მიმდინარეობის გამო, ჯანდაცვის მინისტრი ვადების კიდევ ერთხელ გადახედვას და ამერიკული პროტოკოლის, ანუ ხუთდღიანი იზოლაციის დანერგვასაც არ გამორიცხავს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან