25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე


საქართველოში ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ თარიღი, 25 თებერვალი სწორედ რუსულ აგრესიას უკავშირდება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი, კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო - ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. კოჯორში შეიკრიბნენ დღეს პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან ასევე უმრავლესობიდან. ისინი ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან