პანდემია და ვაქცინაციის პროცესი


„მიუ“ შტამი - მსოფლიოს კიდევ ერთი გამოწვევა. კორონავირუსის ახალი სახეობის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დაფიქსირებული. შტამი ჯერ კიდევ იანვარში კოლუმბიიდან გავრცელდა და ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის თურქეთში.

„მიუ“ საფრთხილო შტამის კატეგორიაში ჯერ არ გადაუყვანიათ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის შესაძლოა უკვე არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იყოს. საბედნიეროდ, „ბი 1“ „621“ ვარიანტს ჯერ არ მოუღწევია საქართველომდე, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა კლებისკენ მიდის.

ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღას ახალი წლისთვის პროგნოზირებენ და ყველაზე სარისკო სეგმენტად 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფს ასახელებენ, რის გამოც პრიორიტეტად სწორედ ამ ჯგუფის სწრაფი ტემპებით ვაქცინაცია სახელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან