შსს-ს განცხადება


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, მომსახურების ცენტრებში ვიზიტს თავი აარიდნონ. რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, უწყების სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები – 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან