გეი-ბავშვები და სიმღერა ორ მამაზე - ქვეყნები, სადაც ბაღიდან ასწავლიან ტოლერანტობას

05/23/2013
Papuna Arevadze-ის მიერ

რუსეთის პირველი არხის კორესპონდენტმა 2012 წელს მოამზადა რეპორტაჟი ქვეყნებზე, სადაც ბავშვებს ბაღის ასაკიდან ასწავლიან ტოლერანტულ დამოკიდებულებას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ. თუმცა აღზრდის მსგავსი მეთოდები სტოკჰოლმის ერთ-ერთ ბაღში, თვით შვეიცარიაშიც, ბევრისთვის მიუღებელია. აქ აღმზრდელები მხოლოდ გენდერულად ნეიტრალურ ფრაზებს იყენებენ მიმართვისას, ბავშვები კი უსქესო თოჯინებით თამაშობენ. პატარებს არ უკითხავენ ზღაპრებს ფიფქიას, მძინარე მზეთუნახავისა და ქალთევზას შესახებ. ბაღის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ფემინინური და მასკულინური პერსონაჟები - სტერეოტიპულია. ნაცვლად ამისა, უკითხავენ ლიტერატურას, სადაც არაა ხაზგასმული და დომინირებული რომელიმე ერთი სქესი.

\"როცა საბოლოოდ გამოვუტყდი თავს, რომ გეი ვარ, მეტად თავდაჯერებული გავხდი და დასრულდა ჩემი, როგორც მარტოსული ადამიანის ცხოვრება\" - ეს ციტატაა წიგნიდან \"გეი-ბავშვები\", რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ცნობილი ადამიანების ბავშვობაზე მოგვითხრობს. წიგნის ავტორებს სურთ, გამოცემა სკოლის პროგრამაში შეიტანონ, რასაც ასე განმარტავენ: \"ჩვენი სურვილი არაა, რაც შეიძლება მეტი გეი-ბავშვი არსებობდეს. პირიქით, ის ბავშვები, რომლებიც წიგნის მეშვეობით გააცნობიერებენ, არიან თუ არა განსხვავებული ორიენტაციის, ნაკლებ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წააწყდებიან ცხოვრებაში\".

ნორვეგიაში უკვე 20 ათასამდე ერთსქესიანი წყვილი ზრდის შვილებს. მოსახლეობის 2/3 კი მომხრეა შვილად აყვანის მსგავსი პრაქტიკის. ამ ფონზეც, ფსიქოლოგების ნაწილი თვლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ხშირად \"დიდური\" პრობლემების ნაადრევად გაცნობა პატარებს უფრო მეტად დააბნევს, ვიდრე გაანათლებს.
http://geo.palitratv.ge/akhali-ambebi...

ვიდეოები „Papuna Arevadze"-ისგან