ომი უკრაინაში


უკრაინაში ომი ისევ გრძელდება - რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში ზაპოროჟიეზე. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. საარტილერიო შეტევა განხორციელდა სუმის ოლქზეც.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაზე რთული მდგომარეობა ხარკოვსა და ჟიტომირშია. პრეზიდენტის თქმით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ უკრაინელებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მებრძოლს და თქვა, რომ უკრაინას სხვა არჩევანი, გარდა გამარჯვებისა, არ აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის მიმართ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან