შოვის კურორტის განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რუსთავი2-კურიერი, 3.11.2021

08.11.2021 01:08

3 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლდეი ინნ თბილისში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“. შეხვედრის ფარგლებში მოხდა „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. ღონისძიების მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. #შოვიუნდაგანვითარდეს

გაზიარება: