ჩოხატაურში დაპირისპირება დასრულდა


რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებიდან მესამე დღეს საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა. ხვალ სოფელ ბუკნარში მუსლიმურ სალოცავში ლოცვები ჩატარდება. შეხვედრის პარალელურად, ჩოხატაურის მერიის შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. მათი მთავარი მოთხოვნა მოლაპარაკებებში საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვა იყო. შედეგად გადაწყდა, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მხარეთა მონაწილეობით ხვალ ლოცვის შემდეგ გაიმართება.

სოფელ ბუკნარში ვითარება გუშინ დაიძაბა. მუსლიმი თემი ლოცვის უფლებას ითხოვდა, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებოდნენ.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან