გართულებული ეპიდემიური ვითარება - ამირან გამყრელიძის განცხადება


კორონავირუსით ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი ერთ დღეში. საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,4 %. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 298, აჭარაში - 877, იმერეთში – 789. კლინიკებში მაღალი მიმართვიანობის ფონზე, საწოლფონდი იწურება.

სპორტდარბაზებში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის სრულად აღჭურვა კი თითქმის დასრულებულია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, სრულად გადამზადებული არიან. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოდგომიდან, სავარაუდოდ, ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან