ინფლაცია და ეროვნული ბანკი

03.08.2022 03:55

ინფლაცია ისევ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ოდნავი შემცირება შეინიშნება, ის მაინც ორნიშნა მაჩვენებელზეა და 11,5 მეათედ პროცენტს შეადგენს. რეკორდულად არის გაძვირებული სურსათი, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 13-დან 29 პროცენტამდეა გაზრდილი. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს გლობალურ ფაქტორებსა და რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ. პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდის რისკის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. სებ-ში ინფლაციის სამიზნე სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბრუნებას 2023 წლის მეორე ნახევრისთვის ვარაუდობენ. ცენტრალურ ბანკში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსაც გადახედეს და პროგნოზი 4 და 9 პროცენტამდე გაზარდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო