#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა


საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. პირველი ტურიდან სამი კვირის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობენ. საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ორი რაუნდისა და ოპოზიციის ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრების მიუხედავად, კომპრომისული შეთანხმება ისევ არ არსებობს. ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები, ცესკო-ს თავიდან დაკომპლექტება, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს ოპოზიციის მოთხოვნები და შეთანხმების მისაღწევად დაყენებული წინაპირობაა.

მმართველი გუნდისთვის კი ხელახალი ან რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია. თუმცა, მზად არის, სხვა საკითხებზე ოპონენტებთან დიალოგი აწარმოოს. ოპონენტების ბოიკოტის მიუხედავად, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დღეს ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელზეც, შესაძლოა, შეთანხმების კონტურები გამოიკვეთოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან